აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია დღეს სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ბჟანიას პრესსამსახური ავრცელებს, წერს "აფსადგილ ინფო".
გამოცემის ცნობით, შეხვედრისას განიხილება სავაჭრო - ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის, ასევე მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებული "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების" რეალიზაციის საკითხები.
მასალის გამოყენების პირობები