12 ნოემბრის მონაცემებით, აფხაზეთში 271 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, მათგან 53-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამავე ცნობით, გუდაუთის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს 89 კოვიდ პაციენტი გადის. მათგან 25 მძიმე მდგომარეობაშია.
სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 32 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს. მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.
მობილურ ჰოსპიტალში, რომელიც სასტუმრო "აიტარის" ტერიტორიაზეა მოწყობილი, 32 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. 4-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსის 4951 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან გამოჯანმრთელებულია 3369, გარდაცვლილია 58 პაციენტი.
მასალის გამოყენების პირობები