ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი კორონავირუსით გარდაიცვალა
ზუგდიდის მერიის ააიპ "მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის" დირექტორი ნინელი ჭითანავა კორონავირუსით გარდაიცვალა.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ის თავდაპირველად რუხის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თბილისში გადაიყვანეს. ის "მედიქალ სითიში" რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა.
ნინელი ჭითანავა მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ხელმძღვანელი წლების განმავლობაში იყო.
მასალის გამოყენების პირობები