ზუგდიდში მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლისთვის მისი გარდაცვლილი ხელმძღვანელის ნინელი ჭითანავას სახელის მინიჭებას ითხოვენ.
აღნიშნული ინიციატივის შესახებ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ზუგდიდელმა ჯამბულ ნაჭყებიამ დაწერა, რამაც სოციალური ქსელის მომხმარებლების მოწონება დაიმსახურა. ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ ამ იდეას მიესალმებიან, რადგან ნინელი ჭითანავამ ეს დაიმსახურა. მათ შორის არიან ხელოვნებისა და კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანები, საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები, პოლიტიკოსები, პედაგოგები, ჟურნალისტები და სხვა.
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის დირექტორი ნინელი ჭითანავა კორონავირუსით
გუშინ გარდაიცვალა. ის სასახლის ხელმძღვანელი წლების განმავლობაში იყო.
მასალის გამოყენების პირობები