ხვალიდან, 17 ნოემბრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში სამეგრელოში წვიმაა მოსალოდნელი, მაღალ მთაში კი თოვლი.
ამის შესახებ რადიო "ათინათს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ უთხრა. მისი ინფორმაციით, 19 ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე ჰაერის ტემპერატურა 12-დან 16 გრადუსამდე იმერყევებს.
19 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან კი, სინოპტიკოსების ინფორმაციით, სამეგრელოში ისევ გამოიდარებს. ამინდის მკვეთრი გაუარესება მოსალოდნელი არაა.
მასალის გამოყენების პირობები