სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 34 და გარდაცვალების 1 შემთხვევა დაადასტურა. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, 1943 წელს დაბადებული მამაკაცი სოხუმში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საველე მობილურ ჰოსპიტალში
კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით 15 ნოემბერს გარდაიცვალა. საველე ჰოსპიტალში რომელიც სასტუმრო "აიტარის" ტერიტორიაზეა განთავსებული 32 კოვიდ დადებითი ადამიანი გადის მკურნალობის კურსს, მათგან 5 მძიმე მდგომარეობაშია.
გუდაუთის საავადმყოფოში ამ ეტაპზე 84 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 31 მძიმე მდგომარეობაშია.
ამავე ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან 16 ნოემბრის ჩათვლით, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 5099 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 3470, COVID-19-ით გარდაცვლილია 62 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები