აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება შეერთებული შტატების სახელით დაადასტურა
და გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ქვეყნის მიმართ პატივისცემა გამოხატა, - ამის შესახებ ამერიკის საელჩოს ოფიციალური გვერდი იუწყება. ამავე ცნობით, აღნიშნულზე მაიკ პომპეომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრის დროს ისაუბრა.
გარდა ამისა, შტატების სახელმწიფო მდივანი პრემიერ-მინისტრ გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს შეხვდა. საელჩოს ცნობით, შეხვედრის მიზანი შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხებზე საუბარი იყო. სახელმწიფო მდივანმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე.
დღესვე შედგა მარკ პომპეოს ვიზიტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქთან. შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა და ილია II-მ მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით საქართველოს როლზე ისაუბრეს.
მასალის გამოყენების პირობები