სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 304 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, გამოვლენილია ინფიცირების 3 697 ახალი დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის, 304 სამეგრელო-ზემო სვანეთში.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ამავე ცნობით, ქვეყანაშია 2 409 გამოჯანმრთელების შემთხვევა, გარდაიცვალა 38 ადამიანი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 93 092 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 73 877 პირი, გარდაიცვალა 853 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები