2020 წლის უეფას Grassroots Awards-ის ერთ-ერთი გამარჯვებული სფფ-ის გრასრუტის კოორდინატორი ჯესი სურმავა გახდა.
ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
ამავე ცნობით, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ჯესი სურმავას ჯილდო წლის საუკეთესო გრასრუტ ლიდერის ნომინაციაში გადასცა. აღნიშნულ ნომინაციაზე ქართველი გრასრუტის კოორდინატორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წარადგინა.
სფფ-ს ინფორმაციით, ჯესი სურმავამ მარტვილის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო სკოლა დაარსა, სადაც 300-ზე მეტი ადგილობრივი ბავშვი ვარჯიშობს. სფფ-ის გრასრუტის კოორდინატორი, უეფამ სწორედ ამ პროექტის განხორციელების გამო დააჯილდოვა.
უეფას Grassroots Awards-ი 2010 წლიდან იმართება, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო გამარჯვებულებს ხუთ ნომინაციაში ასახელებს - საუკეთესო გრასრუტ პროექტი, საუკეთესო გრასრუტ ლიდერი, საუკეთესო გრასრუტ კლუბი, საუკეთესო ინიციატივა შშმ პირებისთვის და საუკეთესო პროფესიული საფეხბურთო კლუბი. ყოველ წლიურად უეფა აჯილდოებს იმ ადამიანებს და პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ასაკის, შესაძლებლობების, სქესის და სხვა ფაქტორების გათვალისწინების გარეშე ადამიანების ფეხბურთში ჩართულობას.
მასალის გამოყენების პირობები