10:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდში ამომრჩეველთა აქტივობა 4,64%-ია
ზუგდიდის #27- ე მაჟორიტარულ ოლქში 10 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 4,64% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის კენჭისყრაში 5 577 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
"ამ დროისთვის მხოლოდ ერთი საჩივარია დაწერილი "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დამკვირვებლის მიერ, წილისყრის პროცედურულ გადაცდომასთან დაკავშირებით, რაც გადასატან ყუთს უკავშირდება",- აღნიშნა მესხმა.
ზუგდიდის 27-ე მაჟორიტარულ ოლქში სულ 120 255 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
მასალის გამოყენების პირობები