ზუგდიდში კომისიის თავმჯდომარე უბანთან გაშლილ სუფრაზე იმყოფებოდა - "სამართლიანი არჩევნები"
19:06 / 21.11.2020
ზუგდიდის #106-ე საარჩევნო უბანთან სუფრაა გაშლილი. მაგიდა უშუალოდ უბნის შესასვლელთან არის მოწყობილი. იქ მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ მთელი დღე აქ იმყოფებიან და "პურის ჭამით არაფერს აშავებენ".
"თქვენ იცით სად იმყოფებით? ეს სამეგრელოა და დაარსებიდან ჭამა და სმაა. რამე დავაშავეთ?", - ამბობენ აგიტატორები.
ასევე, სუფრაა გაშლილი #73 საარჩევნო უბნის სიახლოვეს, სადაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცები იმყოფებიან. ისინი ამბობენ, რომ სუფრა აგიტატორებისთვის გაშალეს. "სამართლიანი არჩევნების" ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლების მტკიცებით, #73 -ე საარჩევნო უბანთან გაშლილ სუფრაზე კომისიის თავმჯდომარეც იმყოფებოდა. ფოტო: "სამართლიანი არჩევნები"
"თავმჯდომარე საქეიფოდ არ უნდა გავიდეს გარეთ. საჭმელი იქვე მიაქვთ და ამისთვის გამოყოფილია ფინანსები ცესკოს მიერ", - ამბობს ორგანიზაციის ზუგდიდი ოფისის ხელმძღვანელი დავით ლოგუა.
თავის მხრივ, საუბნო კომისიის წევრები ამბობენ, რომ თავმჯდომარე ნამდვილად იმყოფებოდა სუფრაზე, თუმცა იქ სულ ერთი წუთი დაჰყო.
"საჭმელ-სასმელად არ იყო მისული. ხალხი იყო შეკრებილი, მივიდა და სთხოვა დაშლილიყვნენ. ამის მერე შეკრებილები ნელ-ნელა მართლა დაიშალნენ", - გვითხრეს კომისიის წევრებმა.
ინფორმაციისთვის, დღეს ზუგდიდის გარდა, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 16 მაჟორიტარულ ოლქში იმართება. არჩევნების პირველ ტურში ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ჩიქოვანმა ხმების 48.24 % მიიღო, ხოლო ენმ-დან მალხაზ ჯალაღონიას 36.93 %-მა დაუჭირა მხარი. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ ის გააყალბა, რასაც ბუნებრივია უარყოფენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები. ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს და მასში მონაწილეობას არ იღებს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
აფხაზური ოპოზიცია ეხმიანება რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის დიმიტრი ვოლვაჩის კომენტარს, რომლის თანახმადაც, „რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმებამ უნდა დაიცვას ინვესტორების უფლებები და კაპიტალი“.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები