ზუგდიდში არჩევნებმა მშვიდობიან გარემოში ჩაიარა, ამ წუთისთვის მიმდინარეობს უბნების დახურვის პროცედურები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გეგა შენგელიამ ბრიფინგზე ისაუბრა.
"როგორც მოსალოდნელი იყო ჩვენმა კანდიდატმა დამაჯერებლად გაიმარჯვა. მომხრეების ძალიან დიდმა რაოდენობამ მოგვცა ხმა და მანდატი, რომ აღმშენებლობა გავაგრძელოთ", - აღნიშნა მან.
მისი თქმით უბნებზე ამომრჩევლის დაბალი აქტივობა ქვეყანაში არსებული რთული ეპიდმდგომარეობით იყო განპირობებული, რის გამოც მოქალაქეებმა არჩევნებზე მისვლისგან თავი შეიკავეს.
გეგა შენგელიამ ზუგდიდის მოსახლეობას და ყველა ამომრჩეველს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
მასალის გამოყენების პირობები