აფხაზეთში ბოლო მონაცემებით, 68 ადამიანს დაუდასტურდა Covid – 19. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკაში შექმნილი ოპერატიული შტაბი
ავრცელებს.
ამავე ცნობით, გუდაუთის საავადმყოფოში ამ ეტაპზე 69 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს. მათგან 25 მძიმე მდგომარეობაშია.
სოხუმის ინფექციურში 28 კოვიდდადებითი პირი გადის მკურნალობის კურსს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალში, 32 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. მათგან 5-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 5380 შემთხვევა დაადასტურა, მათგან გამოჯანმრთელებულია 3616 პირი, გარდაცვლილთა რაოდენობა 68-ს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები