სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 189 პირს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ინფიცირების 189 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,
ქვეყნის მასშტაბით კი დადასტურდა კიდევ 3 128 ახალი შემთხვევა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 111 818-ს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, გამოჯანმრთელდა 3 045 პირი, ჯამში კი ვირუსული ინფექციისგან განკურნებულთა რაოდენობა გაიზარდა 92 215-მდე.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევაა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კოვიდ 19-ით 1 051 ადამიანი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები