ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, სკოლაში მიმდინარე სამუშაოების დროს მუშის დაშავების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
სამართალდამცავები საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით აწარმოებენ, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ჯიხაშკარის მე -2 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა
დაშავდა. სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მას, სავარაუდოდ, გადმოყრილი ნაშალი მასალა დაეცა. დაშავებული მკურნალობას ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში განაგრძობს. ექიმების ინფორმაციით, მას მას ქალა-ტვინის ტრავმა, შუბლის ძვლისა და კისრის მალების მოტეხილობა აღენიშნება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჯიხაშკარის სკოლაში მუნიციპალური გავითარების ფონდი ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები