25-26 ნოემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 8 862 აბონენტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ცნობით,
შეზღუდვა 10:00-დან 17:00 საათამდე შუალედში იმოქმედებს.
„მენჯი-ზუგდიდის დამაკავშირებელ, 220 კვ-იან ელექტროგადამცემ ხაზზე „კოლხიდა-2" მიმდინარე სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოების მიზნით, მიმდინარე წლის 25-26 ნოემბერს, 10:00-დან 17:00 საათამდე შუალედში, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 8 862 აბონენტს“, - აღნიშნულია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო.
მასალის გამოყენების პირობები