წარმოშობით ზუგდიდელი ფეხბურთელი უეფას ქალთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია
29 წლის ნათია ფანცულაია, რომელიც წარმოშობით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხიდანაა, უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია.
ფანცულაია და სერბი ვიოლეტა სლოვიჩი ოთხ-ოთხი გატანილი გოლით რეიტინგის სათავეში არიან.
ნათია ფანცულაია უკრაინული "ხარკოვის" ღირსებას იცავს.
სტატისტიკა უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის გვერდზე გამოქვეყნდა.
მასალის გამოყენების პირობები