გასული დღე - ღამის განმავლობაში აფხაზეთში 396 პირი გამოიკვლიეს, მათგან 122 - ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას
მოსახლეობის Covid 19 - გან დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
1 დეკემბრის მონაცემებით, გუდაუთის საავდმყოფოში 57 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს, მათგან 23 მძიმე მდგომარეობაშია.
სოხუმის ინფექციურში 32 კოვიდ დადასტურებული პაციენტი გადის მკურნალობის კურსს, მძიმე მდგომარეობაშია 2 ადამიანი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალში, 43 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. მათგან 4-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების 6092 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან გამოჯანმრთელებულია 4002, გარდაცვლილია - 84 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები