გასული დღე - ღამის განმავლობაში აფხაზეთში 500 პირი გამოიკვლიეს, მათგან 109 - ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას
მოსახლეობის Covid - 19 - გან დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
3 დეკემბრის მონაცემებით, გუდაუთის საავდმყოფოში 86 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს, მათგან 24 მძიმე მდგომარეობაშია.
სოხუმის ინფექციურში 31 კოვიდ დადასტურებული პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალში, 40 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. მათგან 4-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების 6313 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან გამოჯანმრთელებულია 4257 , გარდაცვლილია - 84 ადამიანი.
.
მასალის გამოყენების პირობები