ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარის მიმდებარედ, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ორი მსუბუქი ავტომობილ ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავამდყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის კლინიკაში გარდაიცვალა.
შემთხვევა, დაახლოებით, 45 წუთის წინ მოხდა. ადგილზე სამართალდაცავები არიან მობილიზებულები.
შს სამინიტრომს ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები