სოხუმს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა, თუმცა ჯერჯერობით შუქის გარეშე რჩება სოფელი იაშტუხა. სალიკვიდაციო სამუშაოები ავარიის
შედეგების აღმოფხვრამდე გაგრძელდება. ამის შესახებ კომპანია "ჩერნომორენერგო" ავრცელებს ინფორმაციას.
5 დეკემბერს,სოხუმის ქვესადგურში მომხდარი ავარიის გამო, სოხუმის ნაწილს და სოფელ იაშტუხას ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ენერგოკომპანიის ინფორმაციით, ავარია ხანძარმა გამოწივია, რომელიც კაბელის აალების გამო გაჩნდა. მისი კერა 33 ფიდერი "იაშტუხა" იყო.
მასალის გამოყენების პირობები