აფხაზეთში ბოლო მონაცემებით კორონავირუსის 111 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 ადამიანი გარდაიცვალა, ინფორმაციას Covid 19 - სგან
მოსახლეობის დაცვის ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტი სულ 442 ადამიანს ჩაუტარდა.
ამჟამად გუდაუთის საავადმყოფოში 88 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, აქედან 19-ის მდგომარეობა მძიმეა.
სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კი 34 კოვიდ დადებითი პაციენტი იმყოფება. მათგან 2 - მძიმე მდგომარეობაშია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალში, 47 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. მათგან 4-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 6511 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 87 , გამოჯანმრთელდა - 4 645 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები