ხობის სოფელ ნოჯიხევში 72 წლის ქალი დააყაჩაღეს. სოფელში მერის რწმუნებულის ლევან ლიპარტიას ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
მისივე ცნობით, პენსიონერი ქალი სახლში მარტო ცხოვრობს.
„არ ვიცი რამე წაღებულია თუ არა სახლიდან. ადგილზე მუშაობენ პოლიციელები. სხვა დეტალები ჩვენთვის უცნობია“, - თქვა ლიპარტიამ.
რადიო „ათინათის“ ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა ქალს სცემეს, დააუთოეს და მიიმალნენ.
შს სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდარზე საქმე სს კოდექსის 179-ე მუხლით არის აღძრული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები