სოხუმმა მოსახლეობის გრიპის წინააღდმეგ ვაქცინაციისთვის რუსული პრეპარატები შეიძინა
სოხუმმა რუსული წარმოების გრიპის ვაქცინის 15 ათასი დოზა შეიძინა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს
ინფორმაციით, საუბარია პრეპარატებზე "ულტრიქსი" და "სოვიგრიპი".
მანამდე, დეკემბრის დასაწყისში, რესპუბლიკამ 10 ათასი დოზა ვაქცინა მიიღო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ შესყიდული გრიპის ვაქცინის 235 ათასი დოზიდან, ნაწილი ოკუპირებულ აფხაზეთს გადასცეს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინიტრმა თამაზ ცახნაკიამ განაცხადა, რომ ვაქცინა არა საქართველოს ხელისუფლებისგან, არამედ საერთაშორისო ორგანზაცია UNIჩEF-ისგან მიიღეს.
მასალის გამოყენების პირობები