გასული დღე - ღამის განმავლობაში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 466 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 98 - ს კორონავირუსი
დაუდასტურდა, ბოლო 24 საათში 1 პაციენტი გარდაიცვალა. 1954 წელს დაბადებული კოვიდინფიცირებული მამაკაცი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალში იყო მოთავსებული, მას ორმხრივი პოლისეგმენტარული პნევმონია დაუდგინდა. მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, მედიკოსებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს. ინფორმაციას Covid 19 - სგან მოსახლეობის დაცვის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
მათივე მონაცემებით, საველე ჰოსპიტალში ამჟამად 45 კოვიდინფიცირებული იმყოფება. მათგან 4-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
გუდაუთის საავადმყოფოში 90 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, აქედან 18-ის მდგომარეობა მძიმეა.
სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 34 კოვიდ დადებითი პაციენტი იმყოფება, გაგრის საავადმყოფოში - 34, ოჩამჩირის საავადმყოფოში კი 26.
აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 6717 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 92 , გამოჯანმრთელდა - 4976 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები