"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ, რომ საარჩევნო პარტიულ სიაში
36-ე ნომერი იყო,
საპარლამენტო მანდატზე უარი თქვა. მან თანაგუნდელებთან და სხვა ოპოზიციონერებთან ერთად შესაბამის აქტს ხელი მოაწერა.
"ოფიციალურად გაცნობებთ რომ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად დღეს ოფიციალურად მოვაწერე ხელი ჩემს პირად განცხადებას პარლამენტის წევრობის უარზე", - აღნიშნა წითლიძემ.
დღეს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე
გაიხსნა. სხვებთან ერთად, პარლამენტის სხდომას ესწრებიან "ქართული ოცნების" პარტიული სიით გასული სენაკის ყოფილი მაჟორიტარი ირაკლი ბერაია, ხობის ყოფილი მაჟორიტარი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მაჟორიტარი
ედიშერ თოლორაია. ასევე, პარლამენტში იმყოფებიან ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, მარტვილის, აბაშის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხისი მაჟორიტარი ალექსანდრე მოწერელია და ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი ირაკლი ხახუბია.
მასალის გამოყენების პირობები