ბოლო მონაცემებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 457 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 109 - ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაციას СOVID 19 - სგან მოსახლეობის დაცვის ოპერატიული შტაბი ავრცელებს 1 პაციენტი გარდაიცვალა. მათივე ცნობით, 58 წლის კოვიდ დადასტურებული მამაკაცი გუდაუთის საავადმყოფოში 14 ნოემბრიდან მკურნალობდა, მას ორმხრივი გატარებული პოლპოლისგემნეტარული პნევმონია აღენიშნებოდა, მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, მედიკოსებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს, ის 9 დეკემბერს გარდაიცვალა.
ამავე მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 84 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, აქედან 15-ის მდგომარეობა მძიმეა.
სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 31 კოვიდ დადებითი პაციენტი იმყოფება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალში ამჟამად 51 კოვიდინფიცირებული იმყოფება. მათგან 3-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 6924 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 93 , გამოჯანმრთელდა - 5096 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები