ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში 595 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 140-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას Covid 19-სგან
მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში 95 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, აქედან 29-ის მდგომარეობა მძიმეა.
სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 34 კოვიდდადებითი პაციენტი იმყოფება, მათგან ორი მძიმე მდგომარეობაშია. ოჩამჩირის საავადმყოფოში - 26 , ხოლო გაგრის საავადმყოფოში - 31 კოვიდ პაციენტი მკურნალობს.
რაც შეეხება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალს, იქ ამჟამად 52 ინფიცირებული იმყოფება, მათგან 4-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სოხუმმა პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 7409 შემთხვევა აღრიცხა, გარდაცვლილია 100, გამოჯანმრთელებულია - 5387 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები