ბოლო მონაცემებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 421 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 95-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას Сovid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში 98 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, აქედან 32-ის მდგომარეობა მძიმეა.
სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 35 კოვიდდადებითი პაციენტი იმყოფება, ოჩამჩირის საავადმყოფოში - 23 .
რაც შეეხება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალს, იქ ამჟამად 52 ინფიცირებული იმყოფება, მათგან 5-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სოხუმმა პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 7504 შემთხვევა აღრიცხა, გარდაცვლილია 100, გამოჯანმრთელებულია - 5545 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები