სამეგრელო-ზემო სვანეთშის მასშტაბით ექვს კოვიდ კლინიკაში 297 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 28 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 85 კოვიდდადებითის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყველაზე მეტი - 132 კოვიდ პაციენტი რუხის კლინიკაში იმყოფება, სენაკში, კლინიკა "სენამედში" 39 ინფიცირებული მკურნალობს, ლაზიკა მედიში კი - 37. ფოთის საავადმყოფოში 32 კოვიდ პაციენტია, ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში - 29, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 28 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონის მსაშტაბით კოვიდ 19-ით ინფოცირებული ორი პაციენტი
გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 354 პირი. ამ დროისთვის საკარანტინო ზონაში იმყოფება 59 ადამიანი.
ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის
264 შემთხვევა გამოვლინდა.
მასალის გამოყენების პირობები