სოხუმი - თურქეთის უმსხვილესმა ბანკებმა "აფხაზეთის ეროვნული საბანკო ბარათების" მომსახურება დაიწყეს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "ეროვნული ბანკის" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აფხაზური "ეროვნული საბანკო პლასტიკური ბარათის АПРА "World" - ის მომსახურების
გეოგრაფიული არეალი იზრდება.
"ორმა მსხვილმა თურქულმა ბანკმა Is Bank - მა (იშ ბანკმა) და «Ziraat Bank» - მა (ზირაათ ბანკი) აფხაზური ეროვნული საბანკო პლასტიკურ ბარათების - АПРА "World" -ის მომსახურება დაიწყეს", - ნათქვამია . "ეროვნული ბანკის" განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისათვის "აფხაზური ეროვნული საბანკო ბარათები მიიღება რუსეთის ფედერაციის, ბელორუსის , უზბეკეთის, სომხეთის და თურქეთის რესპუბლიკების ტერიტორიაზე მიიღება".
მასალის გამოყენების პირობები