ნისლი, ქარბუქი, ძლიერი  ნალექი - სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ									
			
		
						
			
			
			
								გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში ამინდი გაუარესდება. 
სინოპტიკოსები 23-24 დეკემბერს საქართველოში ნალექს ელოდებიან, ზოგან  ძლიერი,  ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში უმეტესად თოვლის სახით. სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაღალმთიან რაიონებში ნისლი, ქარბუქი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი. 
ამავე ცნობით,  ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები