ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აბაშაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 
უწყების ცნობით, თანამშრომლებმა აბაშის რაიონის სოფელ წყემში  სასაქონლო ზედნადების გარეშე 6 კბ.მ ხე–ტყის (დახერხილი ხის მასალა) ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. 
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 22 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს შეეფარდა ფულადი ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო საქონელი ჩამოერთვა.
			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები