ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში 547 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 140-ს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკაში
Covid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
გუდაუთის საავადმყოფოში 100 ინფიცირებული მკურნალობს, აქედან 30-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 35 კოვიდდადებითი პაციენტი იმყოფება, ოჩამჩირის საავადმყოფოში - 23, გაგრის საავადმყოფოში - 42.
რაც შეეხება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალს, იქ ამჟამად 60 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათგან 5-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სოხუმმა პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 8011 შემთხვევა აღრიცხა, გარდაცვლილია 102, გამოჯანმრთელებულია - 6173 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები