ახალი ამბები
„ლაზიკა კაპიტალის“ თანამშრომლებმა ზუგდიდელი მოზარდებისგან ჩიჩილაკები შეიძინეს (ფოტო)
„ლაზიკა კაპიტალის“ თანამშრომლებმა ზუგდიდელი მოზარდების, თორნიკე  და გოგა ნაჭყებიებისგან ჩიჩილაკები შეიძინეს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ბრენდის რეგიონული განვითარების მენეჯერი ლაშა ლოგუა ამბობს, რომ ისინი სოციალურ პასუხისმგებლობას იჩენენ და ორგანიზაცია მუდმივად ცდილობს მსგავს აქციებში ჩაერთოს.

"50 ცალი ჩიჩილაკი შევიძინეთ მოზარდებისგან და ამით მცირედი წვლილი შევიტანეთ ნაჭყებიების ოჯახის დამწვარი სახლის აღდგენაში. მოზარდებისთვის ეს ერთგვარი მოტივაციაა. მთავარი კი ამ ყველაფერში ის არის, რომ ეს ახალგაზრდები ცდილობენ, საქმე აკეთონ და გამოიმუშაონ საჭირო თანხა", - აღნიშნა ლოგუამ.
მისივე თქმით, თორნიკე და მისი უმცროსი ძმის საქმიანობის შესახებ რადიო „ათინათის“ მასალიდან გაიგეს.

16 წლის ზუგდიდელი თორნიკე ნაჭყებია, უმცროს ძმასთან ერთად, უკვე მეორე წელია ჩიჩილაკს გასაყიდად ამზადებს. ახალგაზრდები ამბობენ, რომ გამომუშავებული ფულით სურთ მშობლებს ახლად აშენებული სახლის მოწყობაში დაეხმარონ. ნაჭყებიებს სახლი გასული წლის დეკემბერში დაეწვათ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.