სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით 6 კოვიდკლინიკაში მოთავსებული 293 პაციენტიდან ყველაზე მეტი - 121 ინფიცირებული რუხის საავადმყოფოში მკურნალობს.
სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონის მასშტაბით საშუალოდ მძიმეა 70 კოვიდპაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, 26 პაციენტი კი მძიმედაა.
ამავე ცნობით, ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში -25. სენაკში, "სენ-ამედის" კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 39 პაციენტი, სენაკში, "ლაზიკა მედიში" - 40 პაციენტი, აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში 28 ინფიცირებულია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 720 ადამიანი. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება 49 პირი.
სამეგრელო-ზემო სვანეთში, ბოლო სტატისტიკით, კიდევ
120 მოქალაქე დაინფიცირდა,
გარდაიცვალა ერთი ინფიცირებული.
მასალის გამოყენების პირობები