ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში 489 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 102 -ს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკაში Covid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
გუდაუთის საავადმყოფოში 101 ინფიცირებული მკურნალობს, აქედან 32-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 35 კოვიდდადებითი პაციენტი იმყოფება, ოჩამჩირის საავადმყოფოში - 22.
რაც შეეხება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალს, იქ ამჟამად 53 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათგან 5-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სოხუმმა პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 8135 შემთხვევა აღრიცხა, გარდაცვლილია 102, გამოჯანმრთელებულია -6345 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები