ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ჰონდასა და ბეემვეს მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების ცნობით, მათ ამ ეტაპზე შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
მასალის გამოყენების პირობები