სენაკში, ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს საპატრულო პოლიციის მანქანა და ჯიპის მარკის ავტომობილი შეეჯახნენ.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მომხდარის შედეგად ერთი პატრულ-ინსპექტორი მსუბუქად დაშავდა.
ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები