ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში 485 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 109 - ს კორონავირუსი დაუდგინდა, წერს "აბხაზია ინფორმი" დე ფაქტო
რესპუბლიკაში Covid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით.
ამავე ცნობით, გაგრის საავადმყოფოში კორონავირუსით გამოწვეული გართულებებისგან გარდაიცვალა 1 პაციენტი. 83 წლის მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. მიუხედავად გაწეული დახმარებისა, მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ამ ეტაპზე გუდაუთის ინფექციურში 86 კოვიდ დადასტურებული პირი მკურნალობს, აქედან 24-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში - 35, ოჩამჩირეს საავადმყოფოში - 28, ტყვარჩელში - 17, გაგრის საავადმყოფოში კი 41 პაციენტი.
რაც შეეხება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალს, იქ ამჟამად 44 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათგან 4-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 8459 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 108, გამოჯანმრთელებული კი 6726 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები