აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას, კორონავირუსი დაუდგინდა. მისი პრესსამსახურის ინფორმაციით,
ბჟანიას დაავადების მსუბუქი ფორმა აქვს, ის რეზიდენციაში თვითიზოლაციაში იმყოფება და მოვალეობას დისტანციურად ასრულებს.
სოხუმმა პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის 8400-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხა. Covid-19-ით გარდაცვლილია 108 ადამიანი.
კორონავირუსის პანდემიის გამო, რესპუბლიკაში მოქმედებს შეზღუდვები, დაკეტილია სავაჭრო ობიექტები, სურსათის მაღაზიების და აფთიაქების გარდა, არ მუშაობენ სპორტული და გასართობი დაწესებულებები და შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. აკრძალულია ხალხმრავალი შეკრებები.
მასალის გამოყენების პირობები