ახალი ამბები
თეა ახვლედიანი - "ოკუპირებული რეგიონებიდან მკურნალობის მიზნით 250-ზე მეტი კოვიდინფიცირებული პაციენტი გადმოვიყვანეთ"

"პანდემიის დაწყებისთანავე, ჩვენ უმაღლეს დონეზე განვაცხადეთ, რომ ოკუპირებული რეგიონების და გამყოფი ხაზების მოსახლეობა არ დარჩებოდა მარტო ამ გამოწვევის პირისპირ. მთავრობის ეს განცხადება დაუყოვნებლივ გარდაიქმნა კონკრეტულ ქმედებებში, რაც მოიცავდა: - კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაციის აფხაზურ და ოსურ ენებზე გავრცელებას;

ექსპერტიზის და გამოცდილების გაზიარებას ექიმებს შორის ონლაინ კონსულტაციების და აფხაზეთის რეგიონში ჯანმო-ს ექსპერტების ვიზიტის გზით; - სამედიცინო საშუალებების ადგილზე მიწოდებას როგორც მთავრობის, ისე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან; - პაციენტების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანას და მკურნალობას. - ამ დრომდე მკურნალობის მიზნით მივიღეთ 250-ზე მეტი კოვიდინფიცირებული პაციენტი;

- რეკორდულად სწრაფად აღიჭურვა და გაიხსნა რუხის საავადმყოფო; სამწუხაროდ, პანდემიის საპასუხოდ ჩვენს მიერ გაცხადებული ანალოგიური დახმარების განხორციელება დღემდე ვერ ხერხდება ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული მიდგომის გამო. ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობა უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს სახელმწიფო რეფერალური პროგრამით კონტროლირებად ტერიტორიაზე უფასო ჯანდაცვის მომსახურებების მიღებას, რომლითაც წელს 900-მდე პაციენტმა ისარგებლა. გრძელდება ადგილზე სხვადასხვა სამედიცინო საშუალებების მიწოდებაც და წელს ჯანდაცვის კომპონენტზე საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული დახმარება ჯამურად 5 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს" - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
25 / ნოემბერი 2024
ასლან ბჟანია, ისევ აპირებს „აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში" მონაწილეობას, ამის შესახებ მან რუსულ "ტასს" განუცხადა.
24 / ნოემბერი 2024
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
24 / ნოემბერი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.