საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებიდან 27 წელი გავიდა.
გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში თავის არეში გასროლის შედეგად გარდაიცვალა. თავდაპირველი ვერსიით, ეს თვითმკვლელობა იყო, თუმცა, ოჯახსა და საზაოგადოების დიდ ნაწილს ამ ვერსიის არ სჯერა. ზვიად გამსახურდიას სიკვდილზე გამოძიება წლების წინ განახლდა და ახლაც მიმდინარეობს.
გარდაცვლილი პრეზიდენტი თავდაპირველად სამეგრელოში დაკრძალეს, მოგვიანებით კი გროზნოში გადაასვენეს. საბოლოოდ, 2007 წელს ზვიად გამსახურდიას ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.
ამავე თემაზე:
ზვიად გამსახურდია ზუგდიდელი თანამებრძოლების მოგონებებში (ფოტო, ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები