ზუგდიდში წელს დაბადებული პირველი ბავშვები ბიჭები არიან. ამის შესახებ რადიო "ათინათს" რეფერალური ჰოსპიტალის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის განყოფილების უფროსმა სერგო ფიფიამ უთხრა.
მისივე ინფორმაციით, პირველი ჩვილი დილის 7 საათზე დაიბადა. ახალშობილი რომლის წონა 3 300 გრ, სიმაღლე კი 51 სმ-ია, ოჯახში 1 შვილია.
"მეორეც ბიჭი დღის 1 საათისკენ დაიბადა, თითქმის 4 კილოა. ისიც პირველი შვილია", - გვითხა ექიმმა.
მისივე თქმით, ახალშობილები და მათი დედები თავს კარგად გრძნობენ.
მასალის გამოყენების პირობები