წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი ემსხვერპლა,
მისი მეწყვილე კი დაშავდა. დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ავტოავარიის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია
მასალის გამოყენების პირობები