წალენჯიხის სოფელ სქურის ტყეში, ორდღიანი მუშაობის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის
ლიკვიდირება შეძლეს. ამის შესახებ რადიო
"ათინათს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის ხანძრის ორივე კერა ჩამქრალია და მიმდინარეობს მიმდებარე ტერიტორიის მონიტორინგი. ადგილზე 15 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები