კორონავირუსის ინფექციით სამეგრელოს მცხოვრები 73 წლის ქალი გარდაიცვალა.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 1947 წელს დაბადებული ქალი აბაშაში ცხოვრობდა და ის მკურნალობის კურსს ქუთაისის რეგიონალურ ცენტრში გადიოდა.
სამეგრელოს 6 კოვიდმიმღებ კლინიკაში 195 ინფიცირებული მკურნალობს, ბოლო 24 საათში 216 კოვიდდადებითი გამოჯანმრთელდა, საკარანტინო ზონაში კი 93 პირი რჩება.
მასალის გამოყენების პირობები