ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის ორი დღით დაიხურა. ააიპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" დირექტორის ზვიად ქარჩავას თქმით, ამის მიზეზი ძლიერი ქარია.
სამეგრელოში მომდევნო ორი დღის განმავლობაში ძლიერი ქარია მოსალოდნელი, შესაბამისად, მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით 4 და 5 იანვარს ბაღი დაიკეტება", - აღნიშნა ქარჩავამ.
ქარმა დღეს ქალაქის ცენტრში, დადიანების სასახლის ეზოს შესასვლელთან წიწვოვანი ხე მოგლიჯა და საახალწლო დეკორაციები დააზიანა.
რაც შეეხება ბოტანიკურ ბაღს, ვიზიტორებს აქ შესვლა 6 იანვრიდან შეეძლებათ.
მასალის გამოყენების პირობები