ზუგდიდის სოფელ დავითიანში ეკალ-ბარდებს ცეცხლი უკიდია. მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნება. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი სწრაფად ვრცელდება და არსებობს საშიშროება ცეცხლი თხილნარებსაც მოედოს.
"ცეცხლის გავრცელებას ძლიერი ქარიც უწყობს ხელს, დასახლებული პუნქტის მიმართულებით მიდის, მაგრამ მეხანძრეები ცდილობენ ხანძრის ლოკალიზებას და იმედი გვაქვს, მოსახლეობას არ შეექმნება საფრთხე", - უთხრა რადიო "ათინათს" სოფელში მერის რწმუნებულმა ეკატერინე აბაკელიამ.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული. ისინი ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.
მასალის გამოყენების პირობები