ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ველოსიპედით მოსიარულე ადგილზე დაიღუპა
ზუგდიდში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე ველოსიპედისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები